• https://charte.ge/

ავტორი

იუნიქ ტექნოლოგი

mail: hr@jysk.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: იუნიქ ტექნოლოგი
ბოლო ვადა: 2020/02/15
ნანახია: 633 -ჯერ

"იუსკ გრუფ"-ი ("JYSK GROUP") სკანდინავიური ბრენდია. "იუსკი" ("JYSK") გახლავთ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით. "იუსკ გრუფ"-ს 50 ქვეყანაში 2, 586-ზე მეტი მაღაზია აქვს 22, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრ "იუსკი"-ს 6 ფილიალი. 5 თბილისის ხოლო 1 ბათუმის მასშტაბით.

ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ თქვენ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდებით. გპირდებით მეგობრულ გარემოს და დაწინაურების პერსპექტივას. ☺

გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი იუსკი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. #158;
სამუშაო გრაფიკი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სოციალური მეცნიერებების სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** შინაგანაწესის, ბრძანებების და სხვა საკადრო დოკუმენტების შედგენა;
** თანამშრომელთა სამუშაო მოვალეობების შექმნა შესაბამის სტრუქტურული ერთეულების დახმარებით;
** კადრის საჭიროების განსაზღვრა და ვაკანტური პოზიციის შესაფერისი კადრების მოძიება;
** ყოველთვიური ხელფასების დამუშავება;
** ყოველთვიური ცვლილებების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** თანამშრომელთა პირადი საქმის შედგენა/აღრიცხვა/შენახვა;
** შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@jysk.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა