• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება IT განყოფილებაში
დამსაქმებელი: გეფა
ბოლო ვადა: 2020/02/10
ნანახია: 522 -ჯერ

სს "გეფა" აცხადებს სტაჟირებას IT განყოფილებაში, შემდგომი დასაქმებით, ქალაქ რუსთავში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: ქალაქი რუსთავი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის;
** სააფთიაქო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც აითი საკითხებში, ასევე სამეურნეო/ტექნიკურ საკითხში;
** ფილიალების დისტანციურ რეჟიმში სატელეფონი ტექნიკური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** ქსელის საფუძვლების ცოდნა;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
** ტექნიკური/სამეურნეო საკითხებში პრობლემის მოგვარება.
** ელექტრო სისტემების ზოგადი მუშაობის პრინციპი.

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
** მართვის მოწმობა
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა