განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის სტოკერი
დამსაქმებელი: ბი-ემ-სი
ბოლო ვადა: 2020/02/09
ნანახია: 342 -ჯერ

სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია "BMS" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს საწყობის სტოკერის პოზიციაზე თბილისში.

"BMS"-ი საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების (Frosch, Vileda, Greenfield, Reggia და სხვა მრავალის) დისტრიბუციას.

პოზიციის დასახელება: საწყობის სტოკერი

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და განთავსება
** შეკვეთის მომზადება და ქსელში სარეალიზაციოდ გაშვება
** საწყობის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება
** ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში საწყობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები: 20 -დან -30 წლამდე მამაკაცი

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული
** მოტივირებული
** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარის მქონე

სამუშაო განაკვეთი არის ორნაირი:

** ორშაბათი-პარასკევი 14:00 -21:00, შაბათი 09:00 -15:30.
** ორშაბათი-პარასკევი 09: 00 -18:30, შაბათი 09:00 -15:30.
** შესვენება: 12:00 - 13:00.

ანაზღაურება: 500 ლარიდან 800 ლარამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სტოკერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა