განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: პეპელა
ბოლო ვადა: 2020/02/09
ნანახია: 351 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
** პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
** და რაც მთავარია სათამაშოების სიყვარული.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში);
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის მე-16 კმ (თბილის მოლი).

დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

** გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
** თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
** კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
** თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საჭირო კვალიფიკაცია: სამუშაო ადგილი: ოფისი და ქსელი

საჭირო ღონისძიებები:

** ქსელში შესაძლო კანდიდატების იდენტიფიცირება;
** ღია კონკურსის გამოცხადება

სამსახურის დეპარტამენტები:

** HR არსებული პროცედურებისა და რეგულაციების გაცნობა;
** შესყიდვები - პროდუქციისა და სტანდარტების გაცნობა;
** ქსელის მართვა - ქსელის რეგულირების და მართვის სტანდარტების გაცნობა;
** მარკეტინგი - არსებული მარკეტინგული სტრატეგიის გაცნობა

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა