• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მეფრინველე
დამსაქმებელი: ჩირინა
ბოლო ვადა: 2020/01/20
ნანახია: 498 -ჯერ

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მეფრინველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრინველის პერიოდული აწონვები და შესაბამისი ფორმების შევსება
** საფრინველის მუდმივი დათვალიერება (ტენიანობის, საკვები ხაზის, წყლის სისტემის, განათების პარამეტრების მონიტორინგი)
** ფრინველის ვაქცინაციის ჩატარება.
** მუდმივი მონიტორინგი ფრინველის ზოგად მდგომარეობაზე
** დაცემული/მკვდარი ფრინველის საფრინველედან გამოტანა

აუცილებელი მოთხოვნები:

** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** ვაკანსიაზე განიხილებიან როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

ანაზღაურება 550-750 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 20 იანვრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა