განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი-მარტვილი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2020/02/08
ნანახია: 46 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტსავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალურიინფორმაციისათვისეწვიეთჩვენსგვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მარტვილში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოოდინირება და მართვა
** სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის ფასების სიზუსტისა და აქციების მონიტორინგი
** მარკეტის პროდუქციის აღწერის წარმოება და ჩამოწერის კონტროლი
** სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 23 იანვრისა, შემდეგ მისამართზე nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა