• https://charte.ge/

ავტორი

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

mail: hr@sante.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
ბოლო ვადა: 2020/01/31
ნანახია: 373 -ჯერ

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია Excel-ის (advanced), MSSQL მონაცემთა ბაზის ანალიზის (საშუალო დონეზე) ცოდნა;
** ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის, ასევე ანალიტიკური რეპორტების შექმნისა და დამუშავების გამოცდილება;
** ცხრილების ფორმატირება და მონაცემთა ბაზების შექმნის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2020 წლის 31 იანვრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა