განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT მენეჯერი
დამსაქმებელი: მადარტ
ბოლო ვადა: 2020/01/15
ნანახია: 67 -ჯერ

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 145
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00-მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და გამართვა, სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია;
** კომპიუტერული მოწყობილობების მონტაჟი;
** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** დავალების დეველოპმენტის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის დავალებების სწორი დელეგირება;
** კომპანიის ქსელის მასშტაბით სავაჭრო ობიექტების IT ტექნოლოგიური გადაწყვეტილებით უზრუნველყოფა;
** კომპანიის IT ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი.
** ფილიალში IT დაკავშირებულ პროექტებში დახმარება და მხარდაჭერა,
** ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ტელეფონის, ვიდეოკამერის, ქსელის, ელფოსტის და ა.შ. გამართვის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალაცია, გაშვება, ფუნქციების შემოწმება და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული საშუალებების შეკეთების ორგანიზება ან შესრულება (გარანტია/გადაცვლა).

მოთხოვნები:

** MikroTik-ის ცოდნა;
** LAN/WAN/WLAN ტექნოლოგიების და მათი უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;
** Linux სერვერების საბაზისო ცოდნა;
** შიდა IT მომსახურების განვითარება;
** Firewall-ებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** Microsoft Windows Server-ის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 3-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@madart.ge 15 იანვრამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა