• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2020/01/25
ნანახია: 342 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (ძირითადი მიმართულება იმპორტი) პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტექნიკური კუთხით);
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (თავისუფალი კომუნიკაცია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა (იმპორტი);
** შესასყიდი პროდუქციის და მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომწოდებელთან მოლაპარაკებისა და მიმოწერის წარმოება;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური მოთხოვნადი პროდუქციის გამოვლენა, საფასო საკითხების ანალიზი;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხების კოორდინაცია;
** ფინანსური ანალიზი, პროგნოზირება, ბიზნესზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების შესწავლა და ანგარიშგება;
** რისკების შეფასება, ანალიზი;
** ​განყოფილებებთან კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (შესყიდვების მენეჯერი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა