• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრაციული მენეჯერი
დამსაქმებელი: გაბილდი
ბოლო ვადა: 2020/01/27
ნანახია: 563 -ჯერ

შპს "გაბილდი" მოიცავს მაღაზიების ქსელს, რომლის საქმიანობის სფერო არის კარის იმპორტი და მისი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შპს "გაბილდი"-ს ცენტრალური ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სატელეფონო ზარების მიღება და მართვა;
** სატელეფონო ზარების მიღება და მართვა;
** პარტნიორებთან საქმიანი წერილების მიღება/გაგზავნა და მართვა;
** კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის და პროდუქციის შესწავლა;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოების შესრულება;
** რეპორტის წარმოება ყოველდღიურ სამუშაოებთან დაკავშირებით;
** კომპანიის სამუშაო პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის).

პიროვნული თვისებები:

** ​პრეზენტაბელურობა კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ტესტირება
** ინდივიდუალური გასაუბრება.

სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციის, გამოცდილების და მოტივაციის შესაბამისად - შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hr@gabuild.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრაციული მენეჯერი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა