• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლოჯისტიკის მენეჯერი-სამტრედია
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/01/27
ნანახია: 457 -ჯერ

სამშენებლო მასალების წარმოების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სამუშაო ობიექტებზე ლოჯისტიკური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო და მძიმე ტექნიკის საშუალებების აღრიცხვა, ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში, შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება, დროულად შესრულების კონტროლის განხორციელება;
** სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის შედგენა/ბაზაში ასახვა;
** შესასრულებელი სამუშაოების ოპტიმიზაციის მიზნით, წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ბაზებთან მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო ადგილი - ქ. სამტრედია
ანაზღაურება - შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcompany.vacancy1@gmail.com 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლოჯისტიკის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა