განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების მენეჯერი
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2020/01/24
ნანახია: 100 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული ყველა საამქროს (საკონდიტრო, საცხობი, სამზარეულო, ნახევარ-ფაბრიკატები) ყოველდღიური პროცესების მართვა და დაგეგმვა;
** საწარმოო პროცესების კონტროლი;
** საწარმოო მარაგების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** წარმოებაში ერთი და იგივე ნედლეულის გამოყენების დაუშვებლობის კონტროლი;
** მზა პროდუქციის წარმოების ნორმების, ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;
** პერსონალისთვის სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;
** არმ მენეჯერთან ერთად წარმოების საკადრო პოლიტიკის კონტროლი;
** წარმოებაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, შედეგების გათვალისწინებით თანამშრომლების გადანაწილება და როტაცია, არმ მენეჯერის უშუალო თანამონაწილეობით;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკების დაცვა;
** დანადგარებისა და ელექტრო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პრობლემების დროულად აღმოფხვრა;
** გაყიდვების დღიური რაოდენობების სწორად დაგეგმვა (სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე)
** თანამშრომლების მიერ შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
** არსებული შიდა და გარე დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
** წარმოების დერატიზაცია-დეზინსექციისა და რეცხვა-დეზინფექციისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;
** შეუსაბამობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლის აღმოფხვრაც მის კომპეტენციას სცილდება მან უნდა შეატყობინოს ხელმძღვანელობას და ხარისხის კონტროლის მენეჯერს. (წერილობით)
** შესყიდული ნედლეულის თუ ინვენტარის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატების მოთხოვნა;
** ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება, სადეგუსტაციო საბჭოს მოწვევა;
** ვალდებულია აკონტროლოს დარბაზში სარეალიზაციოდ მომზადებული პროდუქტის ხარისხი;
** ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია: კვების ტექნოლოგი, ბიზნეს ადმინისტრირება და მომიჯნავე დარგები)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა;
** საბაზისო ცოდნა ლაბორატორიის სტანდარტულ ოპერაციებში (სასურველია);
** საბაზისო ცოდნა სასაწყობე ოპერაციებში (სასურველია);
** პროცესების და თანამშრომელთა მართვის უნარები;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის 37 მ ("აქსის თაუერში" მდებარე "აგროჰაბი").

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა