განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2020/01/15
ნანახია: 89 -ჯერ

კომპანია "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირების წინაშე.

მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ელექტრონული წერილის თემაში (Subject) ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა