• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: არგო
ბოლო ვადა: 2020/01/26
ნანახია: 516 -ჯერ

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
სტრუქტურული ერთეული: ფინანსური დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა და შედეგების შეფასება;
** ფინანსური და გაყიდვების მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის შესრულების ანალიზი და მის საფუძველზე ანგარიშებისა და პროგნოზის მომზადება;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ფინანსური მოდელების დამუშავება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ანალიტიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელობა;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel და PPT სავალდებულოა).
** საბუღალტრო და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის ცოდნა - სრულყოფილად,
** ინგლისური ენის ცოდნა - მაღალ დონეზე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია),
** რუსული ენის ცოდნა ჩაითლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი".

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა