• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: ვესტა
ბოლო ვადა: 2020/01/26
ნანახია: 426 -ჯერ

სარეკლამო კომპანია "ვესტა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
** წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა. Fina-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია ACCA სერთიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sale@vesta.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა