• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: უნისონი
ბოლო ვადა: 2020/01/31
ნანახია: 340 -ჯერ

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით უნისონმა სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება;
** დაქვემდებარებაში არსებული თითოეული გაყიდვების მენეჯერისთვის პირადი გეგმის შემუშავება და გეგმის შესრულების კონტროლი;
** ჯგუფის წევრების პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** გაყიდვების ზრდის და/ან კლების დინამიკის შესწავლა, ანალიზი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა