• https://charte.ge/

ავტორი

კავკასიის უნივერსიტეტი

mail: hr@cu.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროფესორი - ახალი ამბები, ინტერკულტურული კომუნიკაცია
დამსაქმებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
ბოლო ვადა: 2020/01/25
ნანახია: 367 -ჯერ

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის მედიის სკოლა (CSM) აცხადებს კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (2 ვაკანტური ადგილი):

1. ახალი ამბები
2. ინტერკულტურული კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

კანდიდატის მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები:

ახალი ამბების მიმართულებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად, ხოლო ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის სასურველია ინგლისური ენის ძალიან კარგ დონეზე ცოდნა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები:

** ახალი ამბები - ჟურნალისტიკის მიმართულებით
** ინტერკულტურული კომუნიკაცია - კომუნიკაციის სფეროს ფართო პროფილის მიმართულებით
** დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები:

4. საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
5. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
6. სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (ბოლო 5 წლის მდგომარეობით);
7. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

"კავკასიის უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 25 დეკემბერი.
საბუთების მიღება: 2020 წლის 25 იანვრიდან 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის თებერვალი.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 19 თებერვალი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge; ტელ: 2 377777.

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა