• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის მენეჯერი
დამსაქმებელი: ქებული კლიმატი
ბოლო ვადა: 2020/01/23
ნანახია: 516 -ჯერ

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
** ოფისის იერსახეზე ზრუნვა;
** საოფისე კულტურის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ელ-კორესპონდენციის წარმოება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქებული კლიმატი/ოფისის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა