• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი
დამსაქმებელი: პარტნიორი
ბოლო ვადა: 2020/01/20
ნანახია: 495 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებზე პროდუქციის განლაგების შემოწმება პლანოგრამასთან თანხვედრის მიზნით, მერჩენდაიზინგი;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და პრისეილერის ინფორმირება;
** ყოველი დღის ბოლოს ვადაგასული პროდუქციის აღწერა და საწყობისთვის მიწოდება.
** ობიექტისგან თანხის აღება;
** დღის ბოლოს გარე ქსელის ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა და ჩეკების /ჩგდ-ს ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა