• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების თანამშრომელი
დამსაქმებელი: ნიკორა
ბოლო ვადა: 2020/01/20
ნანახია: 464 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის ნედლეულის მიღება, მისი წონის განსაზღვრა და პროგრამაში ასახვა;
** შესაბამის დანადგართან მუშაობა და ნედლეულის მომზადება წარმოების შემდგომი ეტაპისთვის;
** მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
** სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა