• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი მზარეული
დამსაქმებელი: ნიკორა
ბოლო ვადა: 2020/01/20
ნანახია: 404 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული, თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სასადილოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სასადილოს თანამშრომლებისთვის სამუშაოს გადანაწილება და მისი შესრულების მონიტორინგი;
** საჭირო ნედლეულის შეკვეთა, მიღება და ხარჯვის კონტროლი;
** მენიუს განახლებაზე ზრუნვა;
** ახალი კერძების რეცეპტურების და კალკულაციების შემუშავება განახლება, დეგუსტაციების ორგანიზება;
** კერძების მომზადების პროცესის მონიტორინგი და უშუალო ჩართულობა;
** მზა საკვების ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** რეცეპტურების განახლებისა და კალკულაციების შემუშავების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: staff@nikora.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა