• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/01/08
ნანახია: 436 -ჯერ

სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში არსებული საერთაშორისო კომპანიის ფილიალი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
** კორესპონდენციის მართვა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის კოორდინირებით, კომპანიაში შემოსული/გასული წერილების მიღება/გაგზავნა, აღრიცხვა, დაარქივება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, შესაბამის ადრესატთან გადამისამართება; ელექტრონული ფოსტის, გზავნილების მიღება-გაგზავნა;
** სტუმრების დახვედრა და მიღება;
** დირექტორის ვიზიტორების მიღება, ფილტრაცია და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დეპარტამენტის თანამშრომელთან შეხვედრის ორგანიზება;
** თათბირების/შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის/ოქმების მომზადება, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტების შექმნა, თარგმნა, რედაქტირება, გაგზავნა;
** ოფისისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთების განსაზღვრა, მოთხოვნის პროგრამაში ატვირთვა, მიღებული ნივთების დანიშნულებისამებრ განაწილება;
** ელექტრონულ პროგრამებში მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გამართულად მეტყველებისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcompany.vacancy1@gmail.com 2020 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფის-მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა