• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო დაწესებულება

mail: hrm.clinic@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: სამედიცინო დაწესებულება
ბოლო ვადა: 2020/01/12
ნანახია: 436 -ჯერ

ბუღალტერი სამედიცინო დაწესებულებაში

ექვემდებარება მთავარ ბუღალტერს და ფინანსურ დირექტორს

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამა "Oris-ში" მუშაობა
** RS.ge-სთან მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში
** ფინანსური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა და მათი შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვა
** სისტემიდან საჭირო ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშგებების ამოღება, დამუშავება;
** ხელფასებთან დაკავშირებული გატარებების შესრულება ბუღალტრულ პროგრამაში და ფორმის მომზადება საბანკო გადარიცხვებისთვის
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შედარება და კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გადარიცხვების განხორციელება
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი და მათ საფუძველზე ტრანზაქციებისა და სამეურნეო ოპერაციების (გადარიცხვები, შესყიდვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები და ა.შ.) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა
** სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური შემოწმება (ინვენტარიზაცია)
** ძირითადი საშუალების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში (იმპორტი, ადგილობრივი შესყიდვა, გაყიდვა/ ჩამოწერა, ინვენტარიზაცია); აქტივების კონტროლი და ძირითადი საშუალებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით
** იგივე პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
** ბუღალტრულ პროგრამა "Oris"-ში მუშაობის გამოცდილება
** MS Excel- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა, დროის მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში, Deadline-ების პირობებში მუშაობის უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი
** სხარტი და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული
** გუნდური მოთამაშე
** ასაკი: 28-35 წელი

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV)
ფოტოსურათით, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ელ. მისამართი: hrm.clinic@yahoo.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა