• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2020/01/06
ნანახია: 309 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოოს ფასების და საბაზრო ტენდენციების პროგნოზი და შესაბამისად განსაზღვროს ადგილობრივი შესყიდვების პროცესი;
** მართოს ურთიერთობები და აწარმოოს მოლაპარაკებები ძირითად მომწოდებლებთან, უზრუნველყოს ფასის, ხარისხის და მიწოდების პირობები;
** აკონტროლოს და მართოს ადგილობრივი შესყიდვების მიმდინარე პროცესი;
** გააკონტროლოს მოწოდების ვადები და ხარვეზების შემთხვევაში აცნობოს მმართველ მენეჯერს/პროექტის მენეჯერს;
** მოიძიოს ახალი პარტნიორები და ითანამშრომლოს საიმედო მომწოდებლებთან;
** პერიოდულად მოამზადოს რეპორტი და წარუდგინოს მმართველ მენეჯერს მენეჯერს.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ღვინის ბაზრის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office, Microsoft Excel);
** ინგლისური (აუცილებელი მოთხოვნა) და რუსული (სასურველი) ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით isgtservice@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა