• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სხვადასხვა
დამსაქმებელი: ღვინის მაღაზია
ბოლო ვადა: 2019/12/21
ნანახია: 558 -ჯერ

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზია-ბარი აცხადებს ვაკანსაიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. გამოცდილი მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური კლიენტების მოსაზიდად შესაბამისი გზების მოძიება;
** მომხმარებელთა მოთხოვნილებების და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნების და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება;
** კლიენტებთან ხანგრძლივი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** ​მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება მაღაზიის, მომწოდებლის, კლიენტის საჭიროებების, მათი პრობლემების და ინტერესის სფეროებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაცია და შედეგებზე ორიენტირება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი;

სხვა მოთხოვნები:

** სავალდებულოა ალკოჰოლური სასმელების ქსელში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ანაზღაურება: ხელფასი შეთანხმებით.

2. დიზაინერი

დიზაინერის ფუნქცია-მოვალეობები:

** პრინტ მასალების დიზაინის შექმნა, სტამბებთან ურთიერთობა, საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
** კომპანიის პროდუქციის ეტიკეტის დიზაინის შემუშავება;
** ბეჭდვითი მასალების (საიმიჯო ინსტიტუციონალური ბუკლეტები, პროდუქციის სარეკლამო ბროშურები, ფლაერები) დიზაინის შექმნა;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** სხვა სარეკლამო საშუალებების და სუვენირების დიზაინის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური ქსელის გვერდის სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება;
** კომპანიის ვებგვერდისათვის სარეკლამო გვერდებისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება;
** კომპანიის ობიექტების ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავება;
** კომპანიის კორპორატიული სახელმძღვანელოს დიზაინის შემუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროულად შესრულება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** indesign, illustrator, photoshop, corel და 3D პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა დამატებითი მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური დაგეგმვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრიორიტეტების განსაზღვრა;
** შედეგებზე ორიენტირება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.
** სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

3. სომელიე-კონულტანტი

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის ინტერესის შესაბამისად პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების ხელისშეწყობა, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
** დარბაზში პროდუქციის კონტროლი, სწორად განლაგება თაროებზე, ფასმაჩვენებლის კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ალკოჰოლური სასმელების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
** სომელიე-კონსულტანტის პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა;
** შედეგებზე ორიენტირება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

ანაზღაურება: ხელფასი შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@winefactory.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა