• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: სადაზღვეო კომპანია
ბოლო ვადა: 2019/12/02
ნანახია: 402 -ჯერ

სადაზღვევო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ფუნქცია მოვალეობები:

** ცხელი ხაზსა და ურგენტულ მეილებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
** ურგენტული და გეგმიური სტაციონარული შემთხვევების დროს კლინიკაში ვიზიტი, შემთხვევების ადგილზე შეფასება და მონიტორინგი;
** პროვაიდერებისგან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის კლინიკური ექსპერტიზა (საგარანტიო/შესრულებული სამუშაო) და დოკუმენტაციის პროგრამული ატვირთვა;
** პაციენტის მკურნალობის პროცესში დიაგნოზსა და დანიშნულ მკურნალობას შორის კლინიკური შესაბამისობის შეფასება (სამედიცინო ისტორიების, ანგარიშფაქტურისა და ფორმა 100-ის და/ან ადგილზე ვიზიტის საფუძველზე);
** საგარანტიოს გაცემამდე, პაციენტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის კომისიური წესით განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** კლინიკური დიაგნოზების განხილვა საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა (ყოველთვიური, კვარტლური, წლიური).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია სამკურნალო მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭებათ კლინიკაში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** ანალიტიკური უნარი,
** სწრაფად და სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy.insurance2019@gmail.com და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 დეკემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა