• https://charte.ge/

ავტორი

ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი

mail: meri.napetvaridze@irao.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მენეჯერი
დამსაქმებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
ბოლო ვადა: 2019/11/29
ნანახია: 303 -ჯერ

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** ტესტ ქეისების მომზადება;
** ბიზნეს ლოგიკის ტესტირება;
** პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება;
** პროექტის, აპლიკაციის მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე meri.napetvaridze@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 29 ნოემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა