• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო წარმომადგენელი
დამსაქმებელი: ბეიბი ლაინი
ბოლო ვადა: 2019/12/15
ნანახია: 276 -ჯერ

ადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ათვისებული სადისტრიბუციო ქსელის შემოვლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით
** არსებული ქსელის უზრუნველყოფა პროდუქციით და პოტენციურ კლიენტთა მოძიება/ინფორმირება
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის
** შეკვეთების აღება და პროგრამული ასახვა
** გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@babyline.ge და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო წარმომადგენელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 დეკემბერი

შპს "ბეიბი ლაინი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა