• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფთალმოლოგიური სამსახურის მენეჯერი
დამსაქმებელი: ავერსის კლინიკა
ბოლო ვადა: 2019/12/02
ნანახია: 308 -ჯერ

შ.პ.ს. "ავერსის კლინიკა" აცხადებს ოფთალმოლოგიური სამსახურის მენეჯერის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილების ქონა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** "ავერსის კლინიკა"-ში ოფთალმოლოგიური სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
** სამსახურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge. ელფოსტის საგნის ველში (subjeqt) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოფთალმოლოგიური სამსახურის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ან წარმოადგინეთ საბუთები.

** ფოტოსურათი 3X4 1ც.
** ფოტოსურათი 3X4 1ც. CD-დისკზე, გადაღების თარიღის მითითებით;
** დიპლომის ასლი;
** სერტიფიკატის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი.

მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ ტელ: 2 500 700; ადამიანური რესურსების მართვის სამსახური N202; კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 10:00 სთ-იდან 17:00 სთ-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2.12.2019

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა