• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პურ-ფუნთუშეულის მთავარი ტექნოლოგი
დამსაქმებელი: დეილი
ბოლო ვადა: 2019/12/15
ნანახია: 365 -ჯერ

შპს "დეილი", რომელიც 5 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მუდმივად ვითარდება წარმოების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნოლოგიური ბარათების შემუშავებასა და რეცეპტების გაწერა;
** ასორტიმენტის მართვა;
** პროდუქციის რეცეპტებით, დადგენილი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით შესრულება/კონტროლი;
** შესასრულებელი რაოდენობების დამზადება, აღრიცხვა;
** სამზარეულოში დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა/კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ნედლეულის ან/და მზა პროდუქტის ვადების კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კვების ტექნოლოგიის მიმართულებით განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა