• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სხვადასხვა-რეგიონები
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2019/12/18
ნანახია: 395 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის, მაღაზიის ადმინისტრატორის და მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: სართიჭალა, შინდისი (თბილისი-კოჯრის გზატკეცილი), გორი, რუსთავი.

1. მოლარე-კონსულტანტი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, თუ გინდა გამოცდილება მიიღო გაყიდვების და მომსახურების სფეროში, იმუშავო მოქნილი გრაფიკით.

ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** თაროების მოწესრიგება
** სისუფთავეზე ზრუნვა

ბენეფიტები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** მზარდი სახელფასო ანაზღაურება სტაჟის მიხედვით
** დამატებითი საბონუსე ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შვებულების 24 დღე
** ფასდაკლების ბარათი სამედიცინო მომსახურეობაზე
** ჩვენთან მუშაობა პირველივე დღიდან ანაზღაურდება

2. მაღაზიის ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ყურადღებიანი
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა

3. მაღაზიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში.
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ ჩვევები:

** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარები
** კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** ენერგიული

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 12 20 79 ან მობრძანდით მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა სადაც გსურთ დასაქმება.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა