• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი/ მაღაზიის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2019/12/18
ნანახია: 493 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის და ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ვაკე, საბურთალო, დიდი დიღომი, დიდუბე, ისანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი

1. მოლარე-კონსულტანტი

დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, თუ გინდა გამოცდიელბა მიიღო გაყიდვების და მომსახურების სფეროში, იმუშავო მოქნილი გრაფიკით.

ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** თაროების მოწესრიგება
** სისუფთავეზე ზრუნვა

ბენეფიტები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** მზარდი სახელფასო ანაზღაურება სტაჟის მიხედვით
** დამატებითი საბონუსე ანაზღაურება
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შვებულების 24 დღე
** ფასდაკლების ბარათი სამედიცინო მომსახურეობაზე
** ჩვენთან მუშაობა პირველივე დღიდან ანაზღაურდება

2. მაღაზიის ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ყურადღებიანი
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 12 20 79 ან მობრძანდით მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/, ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა სადაც გსურთ დასაქმება.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა