• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბარისტა
დამსაქმებელი: არტ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/12/18
ნანახია: 392 -ჯერ

"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

პოზიცია: ბარისტა

ბარისტას მოვალეობები:

** ჩაატაროს ბარის გახსნისა და დახურვის პროცედურა არსებული ფორმის მიხედვით
** იზრუნოს ბარის ზედაპირების, კარადების, მაცივრების, დანადგარების, ინვენტარის და ჭურჭლის სისუფთავეზე
** აკონტოლოს ბარის კარადებსა და მაცივრებში პროდუქციის ოპტიმალური განლაგება
** ბარის პრინტერიდან ამობეჭდილი ჩეკი დროულად აიღოს და თანმიმდევრულად შეასრულოს შეკვეთები.
** დაამზადოს შეკვეთა სრული სიზუსტით
** ბარის დახლთან მოსულ სტუმარს მოემსახუროს ყველა ზემოაღნიშნული სტანდარტის მიხედვით. შეიყვანოს სტუმრის შეკვეთა პროგრამაში
** დაამყაროს სტუმრებთან მეგობრული კომუნიკაცია
** დეტალურად იცოდეს ყველა კოქტეილის შემადგენლობა, მომზადების წესი და დრო
** აქტიურად მოახდინოს სასმელების შეთავაზება და გაყიდვა
** გასაგებად და სწორად მოახდინოს კომუნიკაცია მიმტანთან
** აკონტროლოს სტუმრების მიერ ჩეკის გადახდის პროცედურა
** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მიმტანს მისი მოვალეობების შესრულებაში
** ყოველდღიურად წაიკითხოს და შეავსოს სპეციალური ჟურნალი (Log Book) საჭირო ინფორმაციით
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში
** დაიცვას ჰიგიენის სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.

მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბარისტას პოზიციაზე
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR@thearthouse.ge და სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა