• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორატორიის განყოფილების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/12/18
ნანახია: 353 -ჯერ

ნავთობკომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

თანამდებობის ძირითადი მოვალეობები:

** ნავთობპროდუქციის ლაბორატორიის სამუშაო გეგმიდან გამომდინარე რეაქტივებისა და მასალების დაგეგმვა, საჭირო რეაქტივებისა და მასალების შესყიდვის ინიცირება;
** ნავთობ პროდუქციის ლაბორატორიული მოწყობილობებისა და მეთოდიკის საკალიბრო, სავალიდაციო და სავერიფიკაციო პროცედურების დაგეგმვა და გაკონტროლება;
** საერთაშორისო აკრედიტაციის დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცედურების დანერგვაში ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბაკალავრის ხარისხი);
** სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი ლაბორატორიის აქტივობასა და ლაბორატორიაში მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფაზე ISO/IEK 17025:2017 ის სტანდარტის შესაბამისად;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office-ის ფლობა;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hrproject31@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიცია". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა