• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მიმღები-ქუთაისი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2019/11/30
ნანახია: 451 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების (ბიჭი) პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი
** სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციით მაღაზიის დარბაზის მომარაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერირების უნარი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომის მოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 30 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები".

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა