მოლარე-კონსულტანტი-ქუთაისი |
დამსაქმებელი: |
ნიკორა ტრეიდი |
ბოლო ვადა: |
2019/11/30 |
ნანახია: |
321 -ჯერ |
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება, პროდუქციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება, პროცედურების სრული დაცვით.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 30 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!