• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: ნავნე
ბოლო ვადა: 2019/12/15
ნანახია: 354 -ჯერ

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი მოთხოვნების შესწავლის მიზნით;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
** კოორდინირებული მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

გრაფიკი - სრული;
ანაზღაურება - 2500 - 3000 ლარი (Net) გამოცდილების მიხედვით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა