• https://charte.ge/

ავტორი

ფავორიტი სტილი

tel: (+995) 555 59 33 24
mail: hr@phfavorite.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტენდერების ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ფავორიტი სტილი
ბოლო ვადა: 2019/12/15
ნანახია: 333 -ჯერ

შპს "ფავორიტი სტილი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

შპს "ფავორიტი სტილი" 20 წლიანი გამოცდილების მქონე ფავორიტი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა, რომელიც ეწევა პოლიგრაფიულ საქმიანობას და ის 2012 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://phfavorite.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, Word.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის შესაბამისად კერძო და სახელმწიფო ტენდერების შერჩევა;
** სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, ტენდერებში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვა;
** მოგებულ ტენდერებზე შესრულების ორგანიზება და დოკუმენტების წარმოება, მომსახურების შემსყიდველზე მიწოდების ორგანიზება.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორინტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00. შაბათი 10:00-17:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@phfavorite.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა