• https://charte.ge/

ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
ბოლო ვადა: 2019/11/30
ნანახია: 325 -ჯერ

           "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა რესტორანი "პომოდორისიმო", "ტაბლა სალონი", "ტაბლა დუქანი", პიცერია "პომოდორისიმო" და "კაფე ლაბორატორია".

  1.       "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"აცხადებს ვაკანსიას მზარეულის  პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება.
  • სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
  • კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
  • კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
  • საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • კვებას და საღამოს საათებში ტრანსპორტირებას;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  • ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 11 დეკემბრისა სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა