• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: ინსტა
ბოლო ვადა: 2019/11/27
ნანახია: 622 -ჯერ

ინსტა ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 21წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარ საწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაონავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტამოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია8000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას

ლოჯისტიკურ ცენტრსა და სასაწყობე ტერიტორიაზე გვესაჭიროება მძღოლი

ძირითადი მოვალეობები:

  •   კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გამართული ფუნქციონირებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  •   კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
  •   დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად შეკვეთილი პროდუქციის ან დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          მინიმუმ 3წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;
  •          C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  •          პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •          დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
  •          პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  •          ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

რას გთავაზობთ?

  •          კორპორატიული დაზღვევა
  •          დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა
  •          ხელფასი - 600 ლ. (გამოსაცდელი ვადის პერიოდში)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ა. ქართველიშვილის N 12

სამუშაოსაათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა  2019 წლის27 ნოემბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენსვებ-გვერდს  www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა