• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დღის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სასტუმრო ტოჩი
ბოლო ვადა: 2019/12/14
ნანახია: 425 -ჯერ

სასტუმრო "ტოჩი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში შემდეგ პოზიციაზე: დღის ადმინისტრატორი

სამუშაოს აღწერილობა:

** სტუმრების მიღება/განთავსება;
** სტუმრებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე სასურველია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტი Excel)
** სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.hoteltochi@gmail.com.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა