• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი ბუღალტერი
დამსაქმებელი: რეფიქსი
ბოლო ვადა: 2019/12/14
ნანახია: 331 -ჯერ

"Reffix" აცხადებს ვაკანსიას: უმცროსი ბუღალტერი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** rs.ge-ზე გამოწერილი ზედნადებების შედარება პროგრამასთან;
** დამატებითი დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
** RS-თან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე.
ხელფასი: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა