• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-რეგისტრატორი
დამსაქმებელი: ენმედიცი
ბოლო ვადა: 2019/12/13
ნანახია: 416 -ჯერ

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას​ მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება -( სასურველია 2 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** ასაკი - 35 წლამდე
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტების მიღება/დარეგისტრირება;
** შესაბამისი მომსახურების გაფორმება;
** პაციენტისგან თანხის მიღება მომსახურების ღირებულების შესაბამისად;
** სხვა მითითებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

დამატებითი მოთხოვნები;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00-მდე.
ანაზღაურება: 650 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა