• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გრაფიკული დიზაინერი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
ბოლო ვადა: 2019/12/11
ნანახია: 410 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე თბილისის ოფისში.

სამუშაო აღწერილობა:

** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** ილუსტრაციების შექმნა ხელით ან პროგრამების გამოყენებით;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** ​GIF-ების მომზადება;
** ფოტოების დამუშავება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

პროფესიული მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში, მინიმუმ, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება დიზაინის, მხატვრობის მიმართულებით;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: InDesign, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel Draw
** სასურველია: Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate ან/და სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00 - ორშაბათი-პარასკევი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე career@intelexpress.ge 2019 წლის 11 დეკემბრამდე.

CV-ისთან ერთად გამოგვიგზავნეთ პორტფოლიო ან ონლაინ პორტფოლიოს ბმული.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "გრაფიკული დიზაინერი".

კომპანია "ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა