• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
ბოლო ვადა: 2019/12/11
ნანახია: 436 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ოფისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე (დილის 09:00 - 17:00 და საღამოს ცვლა 17:00 - 23:00 მონაცვლეობით).

საქმიანობის აღწერა:

** მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა (customer support);
** პრობლემატური ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციის მიღება, გადამოწმება, პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა, როგორც სისტემურად, ასევე ინფორმაციულად;
** პარტნიორ კომპანიებთან და შიდა ქსელის ოპერატორებთან სატელეფონო და წერილობითი ურთიერთობა;
** კომპანიის სერვისებისა და სიახლეების ფლობა, გავრცელება, სატელეფონო კლიენტ სერვისი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet, Outlook);
** ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** საბანკო სფეროს ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

მითითებული ვაკანსიის დასაკავებლად, კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრებისას შეთანხმებული ანაზღაურებადი გამოსაცდელი სამუშაო პერიოდი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: career@intelexpress.ge 2019 წლის 11 დეკემბრამდე.

სათაურის ველში მიუთითეთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი."

კომპანია "ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა