• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომო გოგონა
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2015/10/11
მდებარეობა: თბილისი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
რუსული
ინგლისური
ქართული
ნანახია: 3099 -ჯერ

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: პრომო გოგონა
სამუშაო ადგილი: თბილისი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

აუცილებელი მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციების ხელშეწყობა
** პროდუქტის დეგუსტაციების ჩატარება
** თაროებზე კომპანიის პროდუქციის განთავსება და ვადების კონტროლი
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
** მაღაზიაში შესული საქონლის მოცულობის კონტროლი
** კომპანიის ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების ან პრობლემების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
** მომხმარებლის აზრის მოძიება პროდუქციასთან დაკავშირებით
** ყოველკვირეული მოხსენებების მომზადება

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11 ოქტომბერი 2015 წ.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა