ექსპედიტორი (დასტავკა) |
დამსაქმებელი: |
ფუდსერვისი |
ბოლო ვადა: |
2019/11/19 |
ნანახია: |
698 -ჯერ |
სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი"საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია„ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის (დასტავკა) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის #40
ანაზღაურება : 550
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
- სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
- ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge