ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 5 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ალტერნატიული არხების გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2019/11/14
ნანახია: 11 -ჯერ

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ალტერნატიული არხების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, სადისტრიბუციო არხების განვითარების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სპორტის სასახლის უკან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა არხების მოძიება;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა;
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** აქტიური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ალტერნატიული არხების გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა