• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: intern_aldagi@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება საცალო გაყიდვების დეპარტამენტში
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2019/11/25
ნანახია: 439 -ჯერ

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს სტაჟირებას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

ალდაგი პირველი ქართული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ბაზარზე. ალდაგში დასაქმება საინტერესო და რაც მთავარია სტაბილურია, რასაც წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ძლიერი კორპორატიული კულტურა განაპირობებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სადაზღვევო საქმიანობის მიმართულებით და შესაბამის სერტიფიკატს;
** თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით;
** განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კლიენტებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის უნარების განვითარებას;
** პრეზენტაციის ჩატარების და საქმიანი მიმოწერის უნარ-ჩვევების განვითარებას;
** სტაჟირების პარალელურად, ყოველთვიური ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობას;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** საინტერესო და აზარტულ სამუშაოს.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ დასაქმებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** სისხარტე;
** მიზანდასახულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა