• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: ზღაპარი
ბოლო ვადა: 2019/11/30
ნანახია: 428 -ჯერ

მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე , სულ მალე ახალი სავაჭრო ობიექტი საბურთალოზე საირმის ქუჩაზე შემოგვემატება.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ ახალ ობიექტზე მოლარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება (მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.
** სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

ჩვენთან მოლარეს არ მოეთხოვება:

** სხვადასხვა პროდუქციის სექციების შევსებაზე ზრუნვა
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** ასაკი-18 წლიდან.
** გამოცდილება-არ არის სავალდებულო.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (შესაძლებელია სხვა გრაფიკზე შეთანხმება ფილიალის მიხედვით)
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა